თბილისის კერძო სკოლის "მოძღვარი" ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 დეკემბერი 2022

12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლის - "მოძღვარი" - აბიტურიენტები და სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

აბიტურიენტებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ, სადაც  კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, აბიტურიენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ვიზიტის ბოლოს, სკოლის - "მოძღვარი" - მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს ტრადიციულად კამპუს ტური ჩაუტარდათ.