PRODIGE პროექტის კონსორციუმის შეხვედრა და ეროვნული მრგვალი მაგიდა

10 დეკემბერი 2025

4–5 დეკემბერს, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა და ეროვნული მრგვალი მაგიდა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

PRODIGE-ის მიზანია ქართული უნივერსიტეტების მხარდაჭერა უმაღლესი განათლების დიგიტალიზაციის პროცესში. პროექტი ყურადღებას ამახვილებს პედაგოგიურ ინოვაციებზე, აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე, ინსტიტუციური სტრუქტურების გაძლიერებაზე და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან ინტეგრაციაზე სწავლების პროცესში.

 

ეროვნულმა შეხვედრამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი როგორც ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ისე ევროპელ ექსპერტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მართვის საკითხები, დაგეგმეს მომავალი აქტივობები და პანელური დისკუსიების ფარგლებში იმსჯელეს შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე:

 

  • ციფრული პრაქტიკების განვითარება;
  • ჰიბრიდული სწავლების ხარისხი;
  • აკადემიური პერსონალის უნარების გაძლიერება;
  • ხელოვნური ინტელექტის გავლენა აკადემიურ მმართველობასა და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაზე.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრაგმატული და ყველასთვის ხელმისაწვდომი მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას AI-ის პასუხისმგებლიანი ინტეგრაციის პროცესში - მარტივი, პრაქტიკული და საგანმანათლებლო ღირებულებებთან შესაბამისი ჩარჩო.

 

ევროპულმა პარტნიორებმა დამსწრეებს გააცნეს ინსპირაციული ხედვები შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • ციფრული ხარისხის უზრუნველყოფა (HARNO – ესტონეთი);
  • ინკლუზიური და მოქნილი განათლება (UNED – ესპანეთი);
  • ციფრული კომპეტენციები და დასაქმების შესაძლებლობები (Algebra – ხორვატია);
  • Using AI Responsibly at Hénallux: A Simple Framework for Teachers (ლუქსემბურგი).

 

PRODIGE პროექტი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის საუნივერსიტეტო კონსორციუმის მონაწილეობით და მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას, შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას და დიგიტალური ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. პროექტის კოორდინატორია EFMD (ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდი).