პროგრამის პრეზენტაცია - ფსიქოლოგიის ერთობლივი პროგრამა

5 ივნისი 2026

3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალი 3 წლიანი ერთობლივი ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს(აშშ).

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს დავით ნატროშვილმა - კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა და მაია მაჭავარიან-წერეთელმა, ერთობლივი პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა.

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნენ პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.