28 აპრილს, ვილნიუსის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება შედგა.
პროექტი: „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა!“ (ავტორი: პროფესორი მარიამ მანჯგალაძე) კავკასიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიებაა, რომლის მხარდამჭერებიც არიან:
- ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
- ლიტვის მწერალთა კავშირი
- ქართული კალიგრაფიის ასოციაცია
- გამომცემლობა „ინტელექტი“
ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: რიმვიდას პეტრაუსკასმა (ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი) და კახა შენგელიამ (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი).
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ანდრიუს კალინდრამ (ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (2020–2024)); ვილია თარგამაძემ (ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, დოქტორი, პროფესორი); მინდაუგას კვიეტკაუსკასმა (ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი).
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო შემდეგი პრეზენტაციები:
- რომა კრიაუჩიუნიენე (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა) – „კარიბჭის გაღება ქართული ენისთვის: სწავლება და სწავლა ვილნიუსის უნივერსიტეტში“;
- მარიამ მანჯგალაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო) – პროექტი „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა!“;
- ბირუტე იონუშკაიტე (ლიეტუვის მწერალთა კავშირი, ლიტვა) – „ქართულ-ლიტვური ლიტერატურული ურთიერთობები“;
- ვიოლეტა მაილიუნაიტე (ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისია, ლიეტუვა) – „ლიტვური ენის საერთობა: ფასეულობებსა და პრაქტიკულობას შორის“;
- იოლანტა ზაბარსკაიტე (კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა) – „რატომ არის გადამწყვეტი ხელწერის მნიშვნელობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“;
- ნესტან ბაგაური (ქართული კალიგრაფიის ასოციაცია, საქართველო) – „კალიგრაფის მემკვიდრეობა: ისტორია და თანამედროვეობა“;
- ლაიმა ნიციენე (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა, ყოფილი სტუდენტი) – „ჩემი გამოცდილება: ქართული ენისა და კულტურის შესწავლა“.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მადლიერების გამოსახატად, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა: ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ვილია თარგამაძეს - პროექტის „მე მიყვარს ქართული- ჩემი სახელმწიფო ენა!“ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ხოლო ბირუტე იონუშკაიტეს - ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ ქართული ენის კარნახში გამარჯვებულებს;
საზოგადოებამ დაათვალიერა ქართული კალიგრაფიის მასტერკლასზე შექმნილი არაჩვეულებრივი ნამუშევრები, ხოლო აუდიტორიის წარმომადგენლებმა ინტერაქტიულ კალიგრაფიულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
კავკასიის უნივერსიტეტი სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ნუგბარითა და ღვინით.
