საჯარო ლექცია: „მსახვრალი მამა - პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი“

12 ივნისი 2026

2026 წლის 11 ივნისს „ილიას ხუთშაბათების“ ფარგლებში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული გიგა მამინაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „მსახვრალი მამა - პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი“.

 

გიგა მამინაშვილი არის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, მაგისტრი (Université Paris VII Denis Diderot, 2008-2021 წ).  

 

ლექციის ფარგლებში განხილული იყო:  მამა, როგროც რეალური ობიექტი და მეტაფორა. ასევე განხილული იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში წარმოქმნილი სოციალური და პოლიტიკური სიცარიელე, როგორც „საბჭოთა მამების“ არყოფნით გაჩენილი სივრცე, რომელიც შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ფიგურებით ივსებოდა. მსჯელობა მოიცავდა პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიურ აღწერას — ერთგვარი „ფოტორობოტის“ სახით, რომელიც ეფუძნებოდა კოლექტიური პროექციების ანალიზს.