5 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მასპინძლობით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „ერვანდ ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი“.
ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი სომეხი მხატვრისა და მოქანდაკის, ერვანდ ქოჩარის შემოქმედებით მემკვიდრეობას, მის წვლილს თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და ურთიერთობას ქართველ მხატვრებთან.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ყურადღება გაამახვილა ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ლექციის მომხსენებლები იყვნენ კარინე ქოჩარი - ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის დირექტორი და აშოტ მარაბიანი - ხელოვნების კურატორი, ამავე მუზეუმის საგამოფენო განყოფილების ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს ერვანდ ქოჩარის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, მის მხატვრულ ხედვასა და ქართულ სახელოვნებო სივრცესთან არსებულ კულტურულ კავშირებზე.
ლექციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და სომხეთიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები.
ღონისძიება გაიმართა საქართველოში სომხური კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტისა და ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის თანამშრომლობით.
ლექცია მიზნად ისახავდა ქართულ-სომხური კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.
