27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა კიდევ ერთი საჯარო ლექცია თემაზე - “მაკროპრუდენციული პოლიტიკა ცენტრალურ ევროპასა და კავკასიის რეგიონში”.
ღონისძიება კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის, თინათინ გიორგაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
ლექციას წარუძღვა კავკასიის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი, ვალიდა ფანცულაია. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იყო გზები, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ფინანსური კრიზისები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ დარგის გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.
