საჯარო ლექცია თემაზე - „სკოლა და ბულინგი: სისტემური ხედვა თეორიიდან პრაქტიკამდე”

21 ნოემბერი 2025

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „სკოლა და ბულინგი: სისტემური ხედვა თეორიიდან პრაქტიკამდე”. ლექცია ჩაატარა ფსიქოლოგმა, ნატა ასათიანმა.

 

ბულინგის თემატიკა ყველასათვის აქტუალურია, მაგრამ პროფესიულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი მასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისათვის. რატომ ხდება ბულინგი, როგორ ამოვიცნოთ  და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია, რა როლი აქვს სკოლას და მასწავლებელს ამ პროცესში. ამ თემებზე იმსჯელა მომხსენებელმა და ლექციის შემდეგ გაიმართა დიკუსია.