საჯარო ლექცია თემაზე - ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში

30 აპრილი 2026

29 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა კიდევ ერთი საჯარო ლექცია თემაზე - “ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში.”

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კარბაიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. 

 

ლექციას წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იყო თუ როგორ გავლენას ახდენს ICT ენერგომოხმარებასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირზე BRICS-ის ქვეყნებში 2010–2023 წლების მონაცემების საფუძველზე. ასევე, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიისა და ტექნოლოგიების განვითარება, ვინაიდან მათი ერთობლიობა უფრო ეფექტიან შედეგს განაპირობებს. 

 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.