საჯარო ლექცია - ქართული სიტყვის ძალა

19 სექტემბერი 2022

19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში “ლიბრარეა“ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ქართული სიტყვის ძალა".

 

შეხვედრას უძღვებოდნენ იაპონელი ქართველოლოგი, მთარგმნელი ჰაიატე სოტომე და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი, ლიტერატორი ლევან კაკლიანი.

 

ლექციაზე მიმოხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქართული ლიტერატურის დიაქრონიული ხაზი; იაპონურ-ქართული ურთიერთობები; ილია ჭავჭავაძის შემოქმედება; თათქარიძეობის პრობლემა დღეს; მგზავრის კვინტესენცია - “მგზავრის წერილებიდან…”.

 

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.