საჯარო ლექცია - "ცხოვრების და წარმოსახვის ხელოვნება"

4 დეკემბერი 2025

3 დეკემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნიდერლანდელი ფსიქოლოგის იან ტაალის საჯარო ლექცია - "ცხოვრების და წარმოსახვის ხელოვნება".

 

იან ტაალი არის "ამსტერდამის წარმოსახვის სკოლის" დამფუძნებელი და დირექტორი (1985). მისი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის და კულტურული ფსიქოლოგიის სფეროებს. 

 

იან ტაალმა სტუდენტებს გაუზიარა ფსიქოთერაპიის სფეროში მისი მრავალწლიანი გამოცდილება და ისაუბრა წარმოსახვის როლზე თერაპიის პროცესში.