ყაზახეთის ბიზნესის და მეწარმეობის წარმომადგენლების ვიზიტი CU კამპუსში

7 ოქტომბერი 2021

6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, ყაზახეთის ბიზნესის  და მეწარმეობის  VQ-Bussiness Club წარმომადგენლები  ესტუმრნენ.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა,უნივერსიტეტის ისტორიაზე ესაუბრა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

  

VQ ბიზნეს კლუბი ყაზახი მეწარმეების, ბიზნესმენების, დიდი და პატარა კომპანიების მმართველი პირების გუნდია. კლუბის წევრები ხვდებიან საინტერესო ადამიანებს, მუდმივად ვითარდებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ პროფესიულ გამოცდილებას.