ეკატერინე ელიავას და თენგიზ ვერულავას ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

24 მარტი 2026

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Obstetrics, Gynecology and Reproduction“ გამოქვეყნდა სტატია “Role of Modern Ultrasonography in Antenatal Detection of Placenta Increta: a Case Report”.

 

ნაშრომის ავტორები:

 

  • ეკატერინე ელიავა - აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის და სენამედის დასავლეთ საქართველოს მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ექიმი რადიოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

სტატიის ბმული.

 

Eliava E., Verulava T. Role of modern ultrasonography in antenatal detection of placenta increta: a case report. Obstetrics, Gynecology and Reproduction. 2026;20(1):220-228. https://doi.org/10.17749/2313-7347/ob.gyn.rep.2026.677 

 

ჟურნალი „Obstetrics, Gynecology and Reproduction“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. CiteScore 2025  - 1.3

 

რეზიუმე:

 

მსოფლიოში საკეისრო კვეთების მზარდი რაოდენობის ფონზე, პლაცენტის მიმაგრების პათოლოგიების (PAS - Placenta Accreta Spectrum) დროული დიაგნოსტიკა კრიტიკულ გამოწვევად რჩება.

 

ნაშრომში განხილულია Placenta Increta-ს (პლაცენტის ღრმა ჩაზრდა) რთული კლინიკური შემთხვევა, სადაც თანამედროვე ულტრაბგერითმა კვლევამ (USG) და დოპლეროგრაფიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

 

ძირითადი მიგნებები:

 

"Rail signs" – დიაგნოსტიკური გარღვევა: კვლევამ აჩვენა, რომ ეს სპეციფიკური სისხლძარღვოვანი მარკერი შეუცვლელია ღრმა ინვაზიის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის.

ნაშრომი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ექოსკოპიური ტექნიკა საუკეთესო ინსტრუმენტია რთული სამეანო გართულებების პრენატალური მართვისთვის.

მულტიდისციპლინური მიდგომა: ხაზგასმულია ულტრაბგერითი კვლევისა და MRI-ს კომბინირებული ეფექტურობა ქირურგიული დაგეგმარების პროცესში.

ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი ინტერპრეტაცია პირდაპირკავშირშია დედისა და ნაყოფის გამოსავლის გაუმჯობესებასა და რისკების მინიმუმამდე დაყვანასთან.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი.

03/23/2026