საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტთან

25 სექტემბერი 2019

25 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, საორიენტაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა Erasmus+ ის მიმდინარე კონკურსისა და პროგრამაში მონაწილეობის, სტუდენტების შერჩევისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის სტუდენტებისთვის მიწოდებას.

 

მსგავსი ტიპის შეხვედრებს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტი სემესტრულად, ყოველი ახალი პროექტის დაწყებისთანავე მართავს, რათა სტუდენტებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია პროგრამის სპეციფიკის შესახებ და გაითვალისწინონ საუნივერსიტეტო რეგულაციები განაცხადის წარდგენამდე.