სკოლა მოძღვარის მოსწავლეები კავკასიის უნივერსიტეტში

6 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტს დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის, 10,11,12 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, აბიტურიენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

მოსწავლეებს ასევე შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნანა შარიქაძე, რომელმაც მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.