19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” - პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა მონაწილეებს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები გააცნეს. წარადგინეს აქსელერაციის პროგრამის მენტორები, ასევე, ფასილიტატორი და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს მენტორობას გაუწევენ:
- ირაკლი სვანიძე – ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- ოთარ ანთია – მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ინვესტორთა საბჭო; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
- ლევან ასანიძე – Herio-ს თანადამფუძნებელი და CEO
- გეგი გვაზავა - Herio-ს თანადამფუძნებელი
მენტორები ინდივიდუალურად იმუშავებენ მონაწილე კომპანიებთან, რათა დაეხმარონ მათ პროექტების დახვეწასა და განვითარებაში, უზრუნველყონ სტრატეგიული კონსულტაცია და ხელი შეუწყონ მათი პროექტების განხორციელებას.
აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილეობას იღებს 16 კომპანია:
Start - Business Solutions; Hilton Garden Inn Tbilisi Riverview; IT Academy STEP ; JSC Bank of Georgia ; Aversi-Pharma; RMG Copper; EY ; Georgian Farmers` Association; Kudos Georgia ; International Corporation ICR ; Aptos ; Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia ; Thermorum Ltd; Nutrimax; WEFORWARD ; Alterbridge University
#SDGInnovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი. აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის- ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
