შეხვედრა დიდი ოთხეულის ფორმატში - KPMG

20 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტს ,,დიდი ოთხეულის'' შეხვედრების ფორმატში, სტუდენტებს აუდიტორული კომპანია ,,KPMG'' ეწვია. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ ინფორმაცია კომპანიის, ვაკანსიების, არსებული პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნების და სხვა ნებისმიერი საკითხის შესახებ.  

 

პრეზენტაციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

KPMG დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს აუდიტის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.