25 და 26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა სოლანას ჰაკათონს - ორდღიან ინტენსიურ Web3 ღონისძიებას, რომელიც Superteam Georgia-ს, საქართველოში Solana-ს ოფიციალური წარმომადგენლობის, ჩართულობით გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაიცნენ სოლანას ეკოსისტემა, იმუშავეს რეალურ პრობლემებზე, შექმნეს და დახვეწეს საკუთარი იდეები, მიიღეს მენტორებისგან უკუკავშირი და საბოლოოდ საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჰაკათონის მთავრი მენტორი იყო გიორგი კვარაცხელია Superteam Georgia-ს დეველოპერული ურთიერთობების ხელმძღვანელი.
დასკვნით ეტაპზე ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტების Solana-ს ეკოსისტემასთან შესაბამისობაზე, იდეის ინოვაციურობასა, პრაქტიკულობაზე, ტექნოლოგიური გადაწყვეტის ეფექტიანობასა და პროექტის განვითარების პოტენციალზე.
ჟიურის წევრები:
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი
- მარიამ გოიშვილი - Superteam Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი კვარაცხელია - Superteam Georgia-ს დეველოპერული ურთიერთობების ხელმძღვანელი
ჰაკათონის გამარჯვებულები გახდნენ:
- I ადგილი - AdMint | $500
გიორგი ჩიკვატია, ლუკა ძაგანია, დავით ტყემალაძე, გიორგი ჩილინგარაშვილი - II ადგილი - Rivals | $300
ნიკოლოზ სიჭინავა - III ადგილი - WinSol | $200
ნიკოლოზ ელბაქიძე, გიორგი ბურჯალიანი
