კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი

3 ნოემბერი 2026

31 ოქტომბერს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა სოლო კონცერტი გამართა.

 

ანსამბლის წევრებმა მსმენელის წინაშე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ათი გამორჩეული ხალხური სიმღერა წარმოადგინეს და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი 11 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს მოყვარულ სტუდენტებს. გუნდის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ და ქართულ ქალაქურ ფოლკლორულ ჟანრს . ანსამბლი ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებში.