სტარტაპი ,,Soplidan.ge'' - ის ისტორია

17 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ტექნოლოგიური სტარტაპი Soplidan.ge-ის დამფუძნებელთან და დირექტორთან - ნათია ნინიკელაშვილთან, რომელმაც დამსწრეებს პლატფორმის შექმნის და საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და სტარტაპის სამომავლო გეგმებზე.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

შეხვედრა გაიმართა გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. მისი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.