კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ Rebut–ის პრეზენტაცია გაიმართა

10 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციური სოციალური პლატფორმის - Rebut-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგენს პირველ ონლაინ სივრცეს სტრუქტურირებული ვიდეო დებატებისთვის. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ცივილური, არგუმენტირებული და მაღალი სტანდარტის დისკუსიების კულტურის განვითარებას ციფრულ გარემოში.

 

პლატფორმა დაფუძნებულია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, მიხეილ ჯანელიძის მიერ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან. 

 

ღონისძიებას დაესწრო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, რომელმაც შეხვედრის განმავლობაში განიხილა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლო ერთობლივი ინიციატივები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის უწყვეტ მხარდაჭერას ინოვაციური იდეებისა და  მეწარმეობის მიმართ.

 

წარდგენისას სტარტაპის დამფუძნებელმა მონაწილეებს გააცნო პლატფორმის ძირითადი მახასიათებლები, ხედვა და განვითარების სამომავლო გეგმები. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მიკრო-ბეტა ტესტირების პროცესში.