CU-ისა და TH Wildau-ის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გერმანიაში იმყოფებიან

22 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ, TH Wildau-ის უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის მეორე სასწავლო წელს გერმანიაში აგრძელებენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტები, ასევე სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობა პროფესიული განვითარების პროცესში.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და TH Wildau-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და კურსდამთავრებულებს ერთობლივ, საერთაშორისო დიპლომს ანიჭებს. პროგრამა აერთიანებს თანამედროვე აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მორგებულია გლობალური ლოგისტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე მოთხოვნებზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული და ლოგისტიკური მდებარეობა მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაზარზე კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე მზარდ მოთხოვნას და მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.