სტუდენტური ექსკურსია თელავში

21 ნოემბერი 2022

18, 19 და 20 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით,  სტუდენტური ექსკურსია თელავში, სასტუმრო „შატო მერე“-ში, მოეწყო.

 

ექსკურსიის ფარგლებში, სტუდენტებმა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, როგორებიცაა: „CU რა? სად? როდის?“ და მუსიკალური თამაში „CU მელომანი“. გამარჯვებულ მონაწილეებს კი საჩუქრები კავკასიის უნივერსიტეტის მეგობარმა კომპანიებმა გადასცეს, ესენი არიან: მიუშოპი, ვოლტი, ეიფორია და ალტერსოქსი.

 

ექსკურსიის ბოლო დღეს სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის უზრუნველყოფისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ და მეგობარ კომპანიებს: კოკა-კოლას, ნიკორას და VG Company-ის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა სასტუმრო „შატო მერე“-ს მასპინძლობისთვის.

 

სტუდენტები, ასევე, ეწვივნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების - ვახო და ლუკა ციგროშვილების - ღვინის ქარხანას ყვარელში, სადაც მათ ღვინით უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ბრენდი აერთიანებს შპს მარნის კარს და შატო ნეკრესს, რომელიც აწარმოებს 20-25 სახეობის ღვინოს. ღვინის ქარხანამ სტუდენტები საკუთარი ბრენდის ღვინით დაასაჩუქრა.