თბილისის სტუდენტური თასი 2022

23 ივნისი 2022

„თბილისის სტუდენტური თასი 2022"-ის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ჩემპიონატში. ტურნირები განკუთვნილი იყო თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლებისთვის.   

 

ბილიარდის ტურნირი, რომელიც 17 ივნის ისთ ფოინთში გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდნენ:  მერაბ გეგეჭკორი, სიმონ გეგეჭკორი, თიკო გახუტიშვილი, სალომე მარჯანიძე. 

 

მერაბ გეგეჭკორმა და თიკო გახუტაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

 

ძიუდოს ჩემპიონატი, რომელიც 18 ივნისს ძიუდოს აკადემიაში გაიმართა. უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდნენ: ირაკლი კიკოლაშვილი , თორნიკე მარგველაშვილი, ბარაგულკლო ალე. 

 

მონაწილეებიდან თორნიკე მარგველაშვილმა 60 კგ კატეგორიაში მე-3 ადგილი, ხოლო ბარაგულკო ალემ 66 კგ კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავეს.  

 

კარტინგების ჩემპიონატი, რომელიც  21 ივნისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდნენ: სალომე გველესიანი, ანა ზარნაძე, ანანო იმნაძე, გიორგი ჩიჩუა, შადი ფახრედინი. 

 

მონაწილეებმა 38 გუნდიდან მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი აიღეს.