კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თემურ ხუციშვილის პიესების კრებული "მარადიული წუთისოფელი" გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ წარდგენილია ლიტერატურულ პრემიაზე "საბა".
ლიტერატურული პრემია ,,საბა'' საქართველოში, რომელიც 2002 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა ცხრა კატეგორიის მიხედვით. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი და პოეტი რატი ამაღლობელი.
