თენგიზ ვერულავას სტატია SCOPUS-ში ინდექსირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

12 აპრილი 2024

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „New Emirates Medical Journal“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას და ნიტა ვერულავას სტატია “Healthcare Workers’ Readiness for COVID-19 Vaccination Using Health Belief Model''

 

სტატიის ლინკი.

 

Verulava, T., Verulava, N. Healthcare Workers’ Readiness for COVID-19 Vaccination Using Health Belief Model. New Emirates Medical Journal. 2024. 5 (1).

 

ჟურნალი „New Emirates Medical Journal“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და გამოსცემს Bentham Science (ნიდერლანდები).

 

ნაშრომში განხილულია ჯანმრთელობის რწმენის მოდელის საფუძველზე ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების შეფასება და იმ პოტენციური ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ქცევაზე ვაქცინაციის მიმართ.

 

ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის ჩატარების მზაობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ჯანმრთელობის რწმენის მოდელის 5 ინდიკატორი: COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობის აღქმა, სიმძიმის და სერიოზულობის აღქმა, სარგებლების აღქმა, ბარიერების აღქმა და ქმედებებისკენ სიგნალები. ამ ინდიკატორებიდან ვაქცინაციის ჩატარების მზაობაზე განსაკუთრებული როლი ითამაშა ქმედებებისკენ მიმართულმა სიგნალებმა (სანდო ინფორმაციის მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების, ჯანდაცვის ორგანოების და მედია საშუალებების რეკომენდაციები). ასევე, ვაქცინაციის ჩატარების მზაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მეცნიერების რეკომენდაციები. დეზინფორმაციის აღმოფხვრაში და ვაქცინის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი და მისადმი ნდობა.

 

კვლევამ დაადასტურა მედიცინის მუშაკებს შორის COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც მიგვანიშნებს, რომ მედიცინის მუშაკებს გაზრდილი აქვთ ინფიცირების რისკის აღქმა.