პროფესორ თენგიზ ვერულავას ნაშრომი იაპონიაში გამოცემულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

4 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია “Timeliness of Lung Cancer Diagnosis and Treatment: Assessment of Compliance with RAND Guideline–Defined Time Standards” - „ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროულობა: RAND-ის რეკომენდაციებით განსაზღვრულ დროით სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება“- გამოქვეყნდა იაპონიაში გამოცემულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Annals of Cancer Research and Therapy, Vol. 34, No. 1, 2026, გვ. 36–43.

 

სტატიის ბმული.

 

ჟურნალის „Annals of Cancer Research and Therapy“ გამომცემელი კიბოს კვლევისა და თერაპიის სტრატეგიების იაპონური საზოგადოება. ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომი აფასებს ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროულობას RAND-ის საერთაშორისო რეკომენდაციებით განსაზღვრულ დროით სტანდარტებთან მიმართებით. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა თბილისის მსხვილ მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრებში მკურნალობაზე მყოფი, ბიოფსიით დადასტურებული ფილტვის კიბოს მქონე 153 პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, დიაგნოზი რეკომენდებულ ვადაში დადასტურდა პაციენტების 71.2%-ში, ხოლო მკურნალობის დროული დაწყება მიღწეულ იქნა მხოლოდ 43.4%-ში. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთო დროით სტანდარტებთან შესაბამისობა დაფიქსირდა შემთხვევების 51.3%-ში.

 

კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად დიაგნოსტიკური პროცესის შედარებითი დროულობისა, მკურნალობის დაწყების ეტაპზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი შეფერხებები. ავტორის დასკვნით, ფილტვის კიბოს მოვლის პროცესში დაგვიანება ძირითადად უკავშირდება ორგანიზაციულ და სისტემურ ფაქტორებს. შესაბამისად, საჭიროა კოორდინირებული პოლიტიკისა და მენეჯერული მექანიზმების გაძლიერება, რათა გაუმჯობესდეს ონკოლოგიური მომსახურების უწყვეტობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

 

ბიბლიოგრაფიული მითითება:


Verulava T. Timeliness of Lung Cancer Diagnosis and Treatment: Assessment of Compliance with RAND Guideline–Defined Time Standards. Annals of Cancer Research and Therapy. 2026;34(1):36–43. https://doi.org/10.4993/acrt.34.36