თენგიზ ვერულავას ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

23 ოქტომბერი 2026

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Dusunen Adam Journal of Psychiatry and Neurological Sciences გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი - “Primary Care Physicians’ Knowledge, Attitudes, and Clinical Practices Regarding the Management of Anxiety and Depressive Disorders in Georgia.”

 

კვლევა ეხება საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცოდნას, დამოკიდებულებებსა და კლინიკურ პრაქტიკას შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების მართვის მიმართულებით.

 

კვლევაში მონაწილეობდა 78 პირველადი ჯანდაცვის ექიმი. შედეგებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვაში კვლავ დომინირებს მედიკამენტური მიდგომა: ფარმაკოთერაპიას ექიმების 78.2% იყენებს, ხოლო სტრუქტურირებულ ფსიქოლოგიურ ინტერვენციებს 13%-ზე ნაკლები მიმართავს. ამასთან, ექიმები მნიშვნელოვნად უფრო თავდაჯერებულნი აღმოჩნდნენ შფოთვითი აშლილობების ამოცნობასა და მართვაში, ვიდრე დეპრესიის შემთხვევაში.

 

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში პირველადი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ექიმების პრაქტიკული მომზადება ფსიქოლოგიური ინტერვენციების მიმართულებით, შესაბამისი დაფინანსების მექანიზმების განვითარება და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების უფრო ფართო ინტეგრაცია მულტიდისციპლინურ პირველადი ჯანდაცვის გუნდებში.

 

ჟურნალი Dusunen Adam Journal of Psychiatry and Neurological Sciences ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scopus.

 

სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:

 

Verulava, T. (2026). Primary care physicians’ knowledge, attitudes, and clinical practices regarding the management of anxiety and depressive disorders in Georgia. Dusunen Adam Journal of Psychiatry and Neurological Sciences, 39(3), 246–250.


DOI: 10.14744/DAJPNS.2026.00341 

 

სტატიის ბმული.