თეონა ბაღათურიას საჯარო ლექცია - HR VS სამუშაოს მაძიებელი

21 ნოემბერი 2019

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი თეონა ბაღათურია შეხვდა.

 

მან HR სფეროში და დასაქმების ბაზარზე არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილა და აუდიტორიას კარიერის სწორად დაგეგმისთვის აუცილებელი რჩევები მისცა.

 

ვიზიტის ფარგლებში სპიკერმა ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებულ შეცდომებზე ისაუბრა.

 

შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.