კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლა

27 ნოემბერი 2026

25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლა. ვიზიტი Women Innovating Digital ქსელის თბილისში გამართული შეხვედრის ნაწილი იყო, რომელიც პროექტის Digital Transformation of Small and Medium-Sized Enterprises in Eastern Partnership Countries ფარგლებში გაიმართა.

 

 შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამები, ინიციატივები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ.

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საქმიანობის, პროექტებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია ცენტრის დირექტორმა, ირაკლი სვანიძემ წარადგინა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, სამეწარმეო მიმართულებების, სტუდენტური ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

შეხვედრას მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის Ukrainian Startup Fund-ის, Ivano-Frankivsk IT Cluster-ის, EDIH Kyiv HiTech-ისა და GIZ Office Tbilisi-ის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობას, არამედ ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისთვის საფუძვლის შექმნასაც.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში ახალი შესაძლებლობების განვითარებას.