კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა მოლდოვის დელეგაციას უმასპინძლა

15 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა მოლდოვადან Social Business Hub-ის, EcoVisio-ს, Agency innovation - Business HUB Tiraspol-ის და UNDP Moldova-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ცენტრის დირექტორმა - გიორგი ბურდულმა და მენეჯერმა - ირაკლი სვანიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მეწარმეობის სწავლების, სტარტაპ აქსელერაციის პროგრამების მენეჯმენტის, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის და ღონისძიებების ორგანიზების მიმართლებით.