ონლაინ პანელური დისკუსია

3 თებერვალი 2021

3 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ პანელურ დისკუსიაში თემაზე: "The role of academy in the development of the IT industry."    

 

დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, ისაუბრეს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებისა და ინდუსტრიების შესახებ, ასევე კლასიკური უმაღლესი ტექნიკური განათლების როლზე დღევანდელ რეალობაში და განიხილეს რამდენად აკმაყოფილებს ტრადიციული საგანმანათლებლო ტექნიკური პროგრამა დღევანდელი IT ინდუსტრიის საჭიროებებს.

 

ონლაინ პანელური დისკუსია StrategEast.Live-ის ორგანიზებით გაიმართა.