5 ივნისს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ჩატარდა მოსწავლეთა და სტუდენტთა კონფერენცია „დროის კარნახით: ახალგაზრდები მუზეუმებში“, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა და სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოსა და მსოფლიო მუზეუმების შესახებ.
საერთო იდეით გაერთიანებული კონფერენცია გახსნეს სკოლის დირექტორმა ქრისტინა ავალიანმა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ხვლეური.
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტისგან კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები. ასევე დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით კავკასიის უნივერსიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენცია ჩატარდა უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას პატრონაჟით.