ტრენინგი - "როგორ დავიწყო სტარტაპი უფულოდ"

23 ივნისი 2022

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორმა რუსუდან ჩაჩანიძემ, ჯგუფ „ვორქლაბი“-ს წვერებისთვის, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისგან და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ტრენინგი  ჩაატარა თემაზე: "როგორ დავიწყო სტარტაპი უფულოდ".

 

ტრენინგის მიზანი მონაწილეებისთვის ბიზნესის სწორად დაწყების სწავლება იყო, თუ როგორ უნდა დაიწყონ საკუთარ ბიზნესზე მუშაობა საწყისი დაფინანსების გარეშე და როგორ მოიპოვონ პირველი ინვესტიცია ადვილად.  

 

ტრენინგის თემები მოიცავდა იდეის ვალიდაციას, პროტოტიპირებასა და პროდუქტის ტესტირების მეთოდებს.

 

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. 

 

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტისა და ტექნოპარკი ოზურგეთის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.