UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტში

23 ოქტომბერი 2026

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი გაიმართა.

 

კონკურსში მონაწილეობდა ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 3 გუნდი, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი ინოვაციური იდეები ფინანსური ტექნოლოგიებისა (FINTECH) და ფინანსური განათლების (FINEDU) მიმართულებით. 

 

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ:

 

  • გიორგი კეჟერაშვილი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე
  • გიორგი ვოლსკი - „აგროლოგის“ CEO და დამფუძნებელი;
  • ქეთი ახალკაცი - ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებული გუნდი WinVerse გახდა, რომელიც UNI4VERSE-ის მომდევნო ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტს წარადგენს.

 

UNI4VERSE-ის წლევანდელი მთავარი თემაა ფინანსური ტექნოლოგიები (FINTECH) და ფინანსური განათლება (FINEDU), რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ ინოვაციური იდეები ფინანსური გამოწვევების გადაჭრისა და ფინანსური განათლების გაძლიერების მიმართულებით.

 

UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა და უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობის გაზრდას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებასა და უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო ინოვაციური იდეების გამოვლენას.