პარტნიორი უნივერსიტეტის წამომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 ნოემბერი 2026

23-27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტის, პორტუგალია, კომუნიკაციიისა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორს, ალვარო სოუსას უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. 

 

მოწვეული ლექტორისთვის დაიგეგმა საჯარო ლექცია არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტებთან, რომელსაც უმასპინძლეს ამავე სკოლის დეკანმა, მარიამ მენაბდემ და გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, მარიამ იაშვილმა. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პორტუგალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სხვადასხვა ტიპის გრძელვადიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს.

 

უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პორტუგალია გაცვლითი პროგრამების განხორციელების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.