პარტნიორი უნივერსიტეტების წამომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 ივლისი 2026

13-17 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

მობილობები განხორციელდა Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.

 

გაცნობითი შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ამასთან, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამების, ასევე უნივერსიტეტის მიღწევების შესახებ.

 

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ბურდურის მეჰმედ აქიფ ერსოის უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენლებს, გიულშაჰ საღლამსა და აჰმედ ჯუმურ აქინს.

 

ასევე, ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში დეპარტამენტმა უმასპინძლა პავოლ იოზეფ შაფარიკის სახელობის კოშიცეს უნივერსიტეტის, სლოვაკეთი, სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენელს, რენატა ბაჩაროვას, რომლისთვისაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის სამართლის სკოლის წარმომადგენლებთან. კავკასიის სამართლის სკოლის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ხათუნა კაკაბაძე, კავკასიის სამართლის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი; ხათუნა ბურკაძე, კავკასიის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი; ირაკლი შამათავა, კავკასიის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი; ასევე ქრისტინე ქარდავა, კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, რაც პარტნიორ ინსტიტუციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.