პარტნიორი უნივერსიტეტების წამომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 ოქტომბერი 2026

26-30 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტები განხორციელდა Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.

 

გაცნობითი შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ამასთან, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამების, ასევე უნივერსიტეტის მიღწევების შესახებ. 

 

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ თოქათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის (თურქეთი) და დუნარეა დე ჟოს გალათის უნივერსიტეტის (რუმინეთი) წარმომადგენლები.

 

ვიზიტის ფარგლებში, გალათის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის დაიგეგმა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან, დიკო კოპალეიშვილთან და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, თინათინ გიორგაძესთან.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, რაც პარტნიორ ინსტიტუციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.