15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს სასწავლო ცენტრი „სპექტრი“-ს მოსწავლეები და მისი წარმომადგენელი ნუნუ ცაკაშვილი ესტუმრა. სტუმრებს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.
აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და სტუდენტური სივრცეები.
