19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, აგრეთვე განიხილეს თურქმენეთის უნივერსიტეტებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.