საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

2 აპრილი 2026

1 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფრანგული ინსტიტუტისა და Campus France-ის წარმომადგენლებს, აგრეთვე საფრანგეთის წამყვან ბიზნესის, ტურიზმისა და დიზაინის უნივერსიტეტებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან. შეხვედრას უნივერსიტეტის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე.

 

ფრანგული დელეგაციის წევრებს შორის იყო ISC Paris, რომელთანაც კავკასიის უნივერსიტეტს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

 

VATEL Bordeaux-ის, SKEMA Business School-ის, EM Strasbourg-ისა და Brassart–GEDH-ის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

CU უკვე 25 წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს  საფრანგეთის 30 მდე წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების მიმართულებით, ასევე Erasmus+ პროგრამების ფარგლებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, განივითარონ პროფესიული და აკადემიური უნარები და გააფართოონ გლობალური ქსელი.