სიას საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეიზდნეტის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 ნოემბერი 2023

8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სიას საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, შონ ჩენს უმასპინძლა.

 

პროფესორი ჩენი, ამავდროულად არის გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” შერჩეული პრეზიდენტი.

 

პროფესორ ჩენთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა სიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი  ჯულიან იუ.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან.  შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია  უნივერსიტეტების ძირითად მიღწევებზე, ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი  პროექტებისა  პროგრამების შექმნაზე, აგრეთვე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის სამუშაო/სასწავლო ვიზიტების დაგეგმვაზე.