2024-2025 აკადემიური წლის საუკეთესო მეცნიერი

14 იანვარი 2026

28 დეკემბერს, 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევითი აქტივობის კუთხით საუკეთესო შედეგების მქონე მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, გამარჯვებულ მეცნიერებს გადასცა „კავკასიის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო“ და ფულადი ვაუჩერები. გამარჯვებული მეცნიერები არიან (ალფავიტური თანმიმდევრობით) : პროფესორი თენგიზ ვერულავა; პროფესორი მაქსიმ იავიჩი; და  პროფესორი ერეკლე პირველი.