კარლ ცაისის ბიოტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

13 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, კარლ ცაისის ლიდერი ბიოტექნოლოგიური კომპანიის კავკასიის წარმომადგენლები CU-ის სტუდენტებს შეხვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ჩაატარეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კარლ ცაისის კომპანიაში მუშაობს  კავკასიის  უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ პატარიძე, რომელმაც წარმატებით დახურა ცაისის  სასწავლო კურსი და გახდა ცაისის დიდი ოჯახის წევრი.

 

მან გააცნო კავკასიის მედიცინის პროგრამის სტუდენტებს კომპანიის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მედიცინის მიმართულებით, ხოლო პროფესორმა ლილი ნადარაიამ - კომპანიის ოფინიონ ლიდერი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი - გააკეთა პრეზენტაცია ცაისის მიკროსკოპიის შესახებ.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, რომელმაც კომპანიის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ცაისმა კი CU-ის საჩუქრად სასწავლო მიკროსკოპი უსახსოვრა.