ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია

14 ივნისი 2023

13 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“-ში, გაიმართა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი გადავიდა Open Journal Systems-ზე, შესაბამისად, დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ნახვა ჟურნალის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

 

ჟურნალის ახალი ნომერი და ვებ გვერდი წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა გიორგი მახარაშვილმა და ჟურნალის რედაქტორმა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ჟურნალი ბილინგვურია. მისი  მთავარი მიზნებია:

 

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ჟურნალის მე-6 ნომერში წარმოდგენილია შემდეგი ავტორები და სტატიები:

 

  • ევროკავშირის, როგორც გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიის მნიშვნელოვანი აქტორის როლის გაძლიერება - ანი სიხუაშვილი, მარიამ ბერულავა, თენგიზ ვერულავა
  • აბორტზე სოციალური დეტერმინანტების გავლენის შეფასება საქართველოში - მარიამ ზარნაძე, ნატა ყაზახაშვილი
  • მედიკამენტებზე ფასების რეგულირების პოლიტიკა: რეკომენდაციები საქართველოსათვის - თამარ აზიკური, თენგიზ ვერულავა
  • Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობა: აცრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბარიერები - მილორდ შენგელია
  • ოჯახის ექიმის სისტემის განვითარება ტაივანში - გულნარა აბაშიძე
  • ეთნიკური უმცირესობები და COVID-19 - ნინო ქევხიშვილი
  • დედების მიერ თანდაყოლილი მალფორმაციის მქონე ახალშობილების აღქმა და ემოციური დამოკიდებულება - მარიამ პეტრიაშვილი
  • საპენსიო დაზღვევის რეფორმა საქართველოში - თეკლე კენტელაძე, თინათინ ლოხუტაშვილი
  • მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნა მოლდოვეთში: გამოცდილება, გამოწვევები - დიანა ნემსაძე
  • საავადმყოფოების გლობალური ბიუჯეტირება: გავლენა ხარჯებზე, მოცულობასა და ხარისხზე - მეტონიძე ირინა
  • კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობა - მაია მაჭავარიანი-წერეთელი
  • ჩაგრულთა გაკვეთილები - ნინო ჩერქეზიშვილი
  • მცირე ზომის ენდომეტრიოზის ადრეული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა - ნუგეშა გრიგალაშვილი

 

ჟურნალს გამოსცემს კავკასიის უნივერსიტეტი.

 

იხილეთ ჟურნალის მე-6 ნომრის ბმული.