პროგრამის მიმოხილვა

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა

 

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის მედიცინის სკოლის მისიაში ასახულ მიზნებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით  კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების-საგანმანათლებლო  მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის  მედიცინის სკოლის მისიაა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მართვის თანამედროვე საერთაშორისო  სტანდარტების  ცოდნის, თანამედროვე მიდგომების და ღირებულებების დანერგვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად სისტემაში არსებული თანამედროვე საჭიროებების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების  მომზადება აუცილებელი და თანამედროვე ცოდნის მიწოდებით.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა ამზადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ ეპიდემიოლოგის, ჯანდაცვის მკვლევარის, კონსულტანტისა ან სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სახელმწიფო ან კერძო სექტორში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ, რეგიონულ ან ცენტრალურ სტრუქტურებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში.

 

ჩვენი პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტების ორგანიზების, დაფინანსების, მარკეტინგის და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებაზე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახელობის ცალკეული ჯგუფების საჭიროების შეფასებაზე, ჯანდაცვის სექტორში კვლევის დაგეგმვასა და გამოყენებაზე, რათა კურსდამთავრებულებმა სისტემაში ჩართვის შემდეგ გააუმჯობესონ როგორც მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების, ისე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური პროგრამების დაგეგმვისა და განხოციელების გზით, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ინსტიტუტების შესაბამისი ორგანიზაციითა და მართვით.

 

კავკასიის მედიცინის სკოლას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა 

მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 4 წელი 

 

პროგრამის საფასური 

პროგრამის საფასური (120 ECTS) – 9900 ლარი