ამერიკელი პროფესორის, ჯოზეფ ვუდის, ვიზიტი კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

21 ივნისი 2023

12-16 ივნისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, ქეთევან გრძელიძის მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ალაბამას უნივერსიტეტის (აშშ, ბირმინჰემი) ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგი, მწერალი ჯოზეფ ვუდი.

 

პროფესორმა ვუდმა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს დონ კიხოტის შესახებ ლექციათა ციკლი წაუკითხა. იგი ასევე შეხვდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციას, გაეცნო ინგლისური ფილოლოგიის სწავლების სპეციფიკას, ასევე, სკოლის შესახებ ზოგად ინფორმაციას.

 

ჯოზეფ ვუდი არის ოთხი პროზაული ნაწარმოების და ხუთი პოეტური კრებულის ავტორი, რაშიც მას მიღებული აქვს არაერთი  ლიტერატურული პრემია და ჯილდო. იგი ასევე აქტიურად წერს ჟურნალებისთვის Boston Review, Denver Quarterly, Gulf Coast, Indiana Review, North American Review, Verse Daily. მისი სალექციო კურსები მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას, კრეატიულ წერას და ლიტერატურათმცოდნეობის სხვა აქტუალურ საკითხებს.