პრიმო ლევის წიგნი - „განა ეს ადამიანია“

8 ივნისი 2023

7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექცია გაიმართა იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის წიგნის - „განა ეს ადამიანია“ - შესახებ.

 

შეხვედრაზე ისაუბრა, იტალიურიდან ქართულ ენაზე მთარგმნელმა, ფილოლოგმა დარეჯან კიკოლიაშვილმა, პრიმო ლევის ნაწარმოების, იტალიური პროზისა და სათარგმნი ლიტერატურის სპეციფიკის შესახებ.

 

მოდერატორები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლევან კაკლიანი და ელენე ჯაფარიძე.