„ეისითი-“ს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში

17 დეკემბერი 2019

13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მესამე შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას „ეისითი-“ს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლაშა ბოკუჩავა წარუძღვა.

 

შეხვედრის თემა იყო „მონაცემთა ანალიზი - გზამკვლევი ინფორმაციულ ერაში“.

 

სპიკერი სტუდენტებს 21-ე საუკუნის ყველაზე ღირებული აქტივზე, მონაცემებზე ესაუბრა.

 

ასევე, მან განიხილა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას სტატისტიკური ანალიზის დახმარებით ათასობით ურთიერთდაკავშირებულ მონაცემში საუკეთესო მიგნების პოვნა.

 

სტუდენტების შეკითხვებს მოწვეულმა სპიკერმა ლაშა ბოკუჩავამ უპასუხა, შედეგად აუდიტორიისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა თუ რა მნიშვნელოვანია სწორად გაკეთებული ანალიზი.