სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ენა, კულტურა და საზოგადოება“

1 აპრილი 2024

30 მარტს, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი მშობლიური ენა!“ ფარგლებში შედგა სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ენა, კულტურა და საზოგადოება“.

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი და კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს, სხდომას წარუძღვა პროფ. ეკა ჩიკვაიძე.

 

მოხსენებათა თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო მსმენელთა ფართო წრისათვის. დაისვა შეკითხვები და გამოითქვა გარკვეული რეკომენდაციები შემდგომი კვლევის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

 

სულ 9 მოხსენება წარადგინა თორმეტმა სტუდენტმა:

 

  1. ელენე ბერიძე, ლიზი მიქელთაძე - „სამოსელი პირველი“ (ძმობა, რჩეულება და შესამოსელი) (III კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე)
  2. ელენე ჯაფარიძე - კულტურული მეხსიერება და პიროვნული ტრავმა დანტე ალიგიერის „ჯოჯოხეთის“ მიხედვით (IV კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი - მოწვეული ლექტორი მანანა ნიჟარაძე)
  3. მარიამ გულისაშვილი - სიკვდილის სიმბოლური გამოხატულებები ქართულ ხალხურ ზღაპრებში (IV კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ეთერ ინწკირველი)
  4. ნატა კორკელია, მარიამ ლაბაძე - მხატვრული ენა და იდეა ნიკო ლორთქიფანიძის პროზაში ( I კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე)
  5. მარიამ უბილავა, ნუნუ კევლიშვილი - გმირი ბიზანტიურ და ქართულ ეპიკურ მწერლობაში (II კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე)
  6. ინა ფილიპია - ადამიანის კონცეფცია ოთარ ჭილაძის პოემაში ,,ადამიანი გაზეთის სვეტში" (I კურსი, ქართული ფილ. საბაკალავრო პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ეკა ჩიკვაიძე)
  7. ქეთევან ბებია - სოციუმის ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენები ფოლკლორულ ტექსტებში ( I კურსი, ფსიქოლოგიის პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი ანუკი ცაავა)
  1. ჯაბა ჯამასპიშვილი - ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის პაკეტი (II კურსი, ევროპისმცოდნეობის პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. გურანდა ჭელიძე)
  2. ლიზი დანელია - „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაციის მნიშვნელობა და სამართლებრივი რისკები (III კურსი, სამართლის სკოლა, სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე)